Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა დატოვოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა. მისი აზრით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

„რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს საკითხებიც უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად გადის მისი საზღვრები“, - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსთხოვოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, როგორც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ზურაბიშვილის აზრით, „სხვაგვარად დასავლეთი დაუშვებს დიდ შეცდომას, როგორც 2008-სა და 2014 წლებში“.

XS
SM
MD
LG