Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გალერეაში არტისტმა ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერა დატოვა


თბილისში, ეროვნულ გალერეაში, სადაც დღეს გაიხსნა ჯგუფური გამოფენა, რომელიც არტისტების სხვადასხვა დროს შექმნილ ავტოპორტრეტებს აერთიანებს, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" XIX საუკუნიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და მისი კურატორი ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძეა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ გაურკვეველია რა არის ამ წერწერის შინაარსი და კონცეფცია და სასურველია არტისტმა განმარტოს ვის მიემართებოდა მისი პროტესტი, ვინაიდან ის ამ გამოფენის მომზადებისას არავის შეუზღუდავს.

მომხდარზე სავარაუდოდ დაიწყება ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG