Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად


ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი ძალისხმევა ჩაიდო დაძაბულობის დეესკალაციაში და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ეს არის ერთადერთი პლატფორმა რუსეთთან ურთიერთობისთვის. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ ჩერდება“, - განაცხადა ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა „ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ცუდი სიგნალი იყო“.

„ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები რუსეთზე. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის. ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს ნიშნავს უფრო მეტ ნგრევას, მეტი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ ომის შეჩერება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG