Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ჯებირი გაარღვიეს


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ჯებირი გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა. პარლამენტის ეზოს მხრიდან დემონსტრანტებს წყალს ასხამენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ ჯებირები გაარღვიეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ ჯებირები გაარღვიეს

პარლამენტის შენობასთან აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა დღის წესრიგში შეეტანა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეული დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

პარალელურად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG