Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი „გამართლებულს“ უწოდებს ICC-ის მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას


რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

აშშ-ის განცხადების ფონია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტის ცნობა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

სასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ ორდერები არის საიდუმლო იმისათვის, რომ დაეცვა მსხვერპლი და მოწმეები, აგრეთვე გამოძიების ინტერესები. ამის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ეხებოდა მიმდინარე ვითარებას, რომელიც ახლაც გრძელდება და რომ ორდერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობდა დანაშაულების შემდგომ ჩადენის პრევენციას, პალატამ გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში იყო სასამართლოს რეგისტრატორისთვის მიენიჭებინათ ორდერების, ეჭვმიტანილების, დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უფლებამოსილება.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გაჩაღებიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG