Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან ფრონტს ესტუმრა


ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა. ბახმუტი, 2023 წ. 22 მარტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა. ბახმუტი, 2023 წ. 22 მარტი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის.

„პატივი მაქვს, დღეს აქ ვიყო და დავაჯილდოო ჩვენი გმირები. ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხში და ვიზიტის ამსახველი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა.

„ასეთი რთული ბედი გხვდათ წილად, ისტორიული ბედი - დაიცვათ ჩვენი მიწა და უკრაინა დაუბრუნოთ ჩვენს შვილებს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

„დიდება ყოველ კაცსა და ქალს, რომლებიც ახლა იბრძვიან უკრაინისთვის! ნათელი ხსოვნა მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს დამოუკიდებლობას!“ - დასძინა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG