Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება, თუ ამუნიციის ნაკლებობის პრობლემა არ მოგვარდა


 დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, "ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პარიგოჟინი. 8 აპრილი, 2023 წელი
დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, "ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პარიგოჟინი. 8 აპრილი, 2023 წელი

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, "ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა მუქარა გამოთქვა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა.

პრიგოჟინი ამით აგრძელებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას. „თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად - რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ- ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ,“ - თქვა პრიგოჟინმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მისცა ბლოგერ სემიონ პეგოვს.

„ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები შარშანდელი ზაფხულის მერე ცდილობენ აიღონ დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი ბახმუტი. „ვაგნერმა“ ათასობით მეომარი დაკარგა ამ ბრძოლაში, მათ მძაფრს წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელი სამხედროები, რომლებსაც ქალაქის ნაწილი უჭირავთ.

61 წლის პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს იმაში, რომ მისმა ძალებმა არ მიიღეს საკმარისი საბრძოლო მასალები და ამიტომ ვერ აიღეს ბახმუტი.

უკრაინის მოხელეები და სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ ძალები უტევდნენ ბახმუტს დიდი ცოცხალი ძალით, ხშირად ჰაერიდან მხარდაჭერის და მექანიზებული სახმელეთო ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, რასაც მოჰყვა მათი მასობრივი განადგურება.

ამ ეტაპზე რუსეთის არმია და "ვაგნერი" აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს, მაგრამ რუსეთის იერიში სუსტდება და მოელიან, რომ უკრაინის ძალები კონტშეტევაზე გადავლენ და შეეცდებიან დაიბრუნონ ბახმუტსა და სხვა რეგიონებში დაკავებული მიწები. პრიგოჟინის ვარაუდით, უკრაინის კონტრიერიში 15 მაისისთვის არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG