Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპმა სექსუალურად იძალადა მწერალ ე. ჯინ კეროლზე


დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 4 აპრილი, 2023.
დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 4 აპრილი, 2023.

ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1990-იან წლებში სექსუალურად იძალადა ჟურნალის ავტორ ე. ჯინ კეროლზე, შემდეგ კი ცილი დასწამა მას სოციალურ მედიაში და მატყუარა უწოდა.

ამ სამოქალაქო საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ 9 მაისს მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ხასიათის დარტყმაა ტრამპისთვის, რომელიც კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და თანამდებობის ხელახლა დაკავებას 2024 წელს.

ნაფიც მსაჯულთა ცხრაკაციანმა სასამართლომ ერთსულოვანი განაჩენი გამოიტანა ტრამპის საქმესთან დაკავშირებით და კეროლს დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიაკუთვნა კომპენსაციისა და სადამსჯელო ზარალის სახით.

79 წლის კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა 2022 წელს სოციალური მედიის კომენტარებით შელახა მისი რეპუტაცია.

XS
SM
MD
LG