Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი 1,3 მილიარდ ევროს გამოყოფს ირანში სარკინიგზო პროექტისთვის


საილუსტრაციო ფოტო: ტრანსირანის რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთი.
საილუსტრაციო ფოტო: ტრანსირანის რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთი.

ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც 17 მაისს გაიმართა, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ებრაჰიმ რაისი ვიდეოკავშირით მონაწილეობდნენ, წერს „კომერსანტი“.

პროექტის ჯამური ღირებულება მილიარდ ექვსას მილიონ ევროდ არის შეფასებული. ნოვაკის თქმით, სახელმწიფოთაშორის სესხში რუსეთის წილი 85%-ია.

რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთთან ვაჭრობისთვის. სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთბრუნვის მოცულობა უნდა იყოს წელიწადში მინიმუმ 15 მილიონი ტონა. რაშტ-ასტარის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაცია 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG