Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Vyorstka: ბახმუტისთვის ბრძოლაში "ვაგნერმა" დაკარგა 500-ზე მეტი წევრი


ევგენი პრიგოჟინი "ვაგნერის" დაღუპული მებრძოლების სასაფლაოს ფონზე
ევგენი პრიგოჟინი "ვაგნერის" დაღუპული მებრძოლების სასაფლაოს ფონზე

უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის წარმოებულ ბრძოლაში რუსეთის გასამხედროებულმა ჯგუფმა "ვაგნერმა" დაკარგა 500-ზე მეტი წევრი, თუმცა რეალური დანაკარგი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. ყველაზე სისხლიანი ჯგუფისთვის ზამთრის პირველი თვეები იყო, იუწყება გამოცემა Vyorstka.

გამოცემამ გააანალიზა "ვაგნერის" წევრების ნათესავების საინტერნეტო შეტყობინებები და დაადგინა დროის ის შუალედები, როცა ჯგუფი ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდიდა. ამავე დროს, ჟურნალისტებმა ეს მონაცემები შეუფარდეს აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მასალებს, აღადგინეს ქალაქისთვის ბრძოლების მიმდინარეობა და დაადგინეს, რომელი შეტაკებები იყო ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი ჯგუფისათვის.

პარალელურად, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი დაჯგუფების მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.

პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.

XS
SM
MD
LG