Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "სქესის შეცვლის" აკრძალვის კანონი


რუსეთის პარლამენტმა ოთხშაბათს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სრულად გამორიცხავს "სქესის შეცვლას" ქირურგიული გზით. სქესის ცვლილება ასევე აიკრძალება დოკუმენტებში, იურიდიული ფორმით. შესაბამისი შესწორებები შევა კანონებში "ჯანმრთელობის დაცვის" და "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების" შესახებ.

კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 365-მა დეპუტატმა, ანუ პარლამენტის წევრთა 81-მა პროცენტმა. კანონის წინააღმდეგ არავინ წასულა, არც თავი შეუკავებია ვინმეს - სხვა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, ტრანსგენდერული ტრანზიციის ფარგლებში ქირურგიული ოპერაციები დაშვებული იქნება მხოლოდ "ბავშვებში სქესის ფორმირების თანდაყოლილი ფიზიოლოგიური ანომალიების სამკურნალოდ". საამისოდ საჭირო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების კომისიისგან.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსეთში ტრანსგენდერ ადამიანებს სრულად ჩამოერთმევათ მათთვის აუცილებელი ტრანზიის გავლის საშუალება. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ეს გამოიწვევს დეპრესიული აშლილობების და სუიციდის შემთხვევების გახშირებას, ისევე როგორც იატაკქვეშა სამედიცინო მომსახურების შავი ბაზრის ზრდას.

XS
SM
MD
LG