Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ცვლილებები კინოცენტრში - ინტერვიუ კინოპროდიუსერ თეკლა მაჭავარიანთან


რეორგანიზაცია კინოცენტრში - ინტერვიუ პროდიუსერ თეკლა მაჭავარიანთან
რეორგანიზაცია კინოცენტრში - ინტერვიუ პროდიუსერ თეკლა მაჭავარიანთან

პროდიუსერი, „ნუში ფილმის“ დამფუძნებელი, თეკლა მაჭავარიანი ერთ-ერთია კინოსექტორის იმ წარმომადგენლებს შორის, ვინც თვლის, რომ სახელმწიფო კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვას და კინემატოგრაფების შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს. კოლეგებთან ერთად ის ითხოვს, კინოცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დანიშნული ადამიანის ნაცვლად არჩევნების გზით არჩეული კანდიდატი გახდეს, რომლის ხედვაც და გეგმებიც ცნობილი იქნება სექტორის წარმომადგენლებისთვის.

„იმაზე ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს და ამის გაჩერება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენს მაყურებელზე ვყვებით ისტორიებს არა მარტო დოკუმენტურ კინოში, და როცა რეალობაზე ვყვებით, ვაჩვენებთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს თუ შეწყდა, სრულიად გაითიშება კრიტიკული აზროვნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეკლა მაჭავარიანმა.

კინოს სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის 10 ივნისს გახდა ცნობილი, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია ცხადდებოდა და ამ პროცესს მინისტრის მიერ დანიშნული ფინანსისტი, კობა ხუბუნაია უხელმძღვანელებდა. ხუბუნაია არც ცენტრის თანამშრომლებსა და არც სექტორის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ შეხვედრია - საზოგადოებისთვის უცნობია მისი ხედვაც ქართული კინოს მომავალზე.

XS
SM
MD
LG