Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიდის" ფესტივალის დარბევის შედეგად სავარაუდო ზარალი, სულ ცოტა, 10 ათასი ლარია


ანტილგბტ აქციის მონაწილეების მიერ დარბეული "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია" დღეს. 9 ივლისი, 2023 წელი
ანტილგბტ აქციის მონაწილეების მიერ დარბეული "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია" დღეს. 9 ივლისი, 2023 წელი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საგამოძიებო პროცესი არ შეინიშნება „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე, სადაც ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს. ტერიტორია არ არის შემოფარგლული პოლიციის ლენტებით.

სავარაუდო ზარალთან და პირთა შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. უცნობია ინფორმაცია დაკავებულთა შესახებაც. რადიო თავისუფლება შს სამინისტროსთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს.

ტერიტორია არ არის შემოფარგლული პოლიციის ლენტებით. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი
ტერიტორია არ არის შემოფარგლული პოლიციის ლენტებით. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი

მოწოდებული, ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაციით, „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი კომპანიის ზარალმა, წინასწარი დათვლით, მხოლოდ გარკვეული ტიპის სასმელებზე 10-15 ათასი ლარი შეადგინა. რადიო თავისუფლება კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებას ცდილობს.

ამ მაჩვენებლებში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არ შედის კოკა-კოლის პროდუქციის საფასური, რაც, გავრცელებული ფოტო და ვიდეოკადრების მიხედვით, 8 ივლისს, დარბევისას, მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლებმა სხვა ნივთებთან ერთად დაიტაცეს.

სავარაუდო ზარალთან და პირთა შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი
სავარაუდო ზარალთან და პირთა შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. 8 ივლისის მოვლენებს ისინი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გაგრძელებად მიიჩნევენ, როცა ორგანიზატორები არ დასჯილან.

8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორი, 5 ივლისის მსგავსად, კვლავ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იყო, რომელიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ლიდერები წინა დღეებში ძალადობით იმუქრებოდნენ.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორია. 9 ივლისი, 2023 წელი

8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ისინი ანადგურებენ ნაგებობებსა და საგნებს კერძო ტერიტორიაზე. კადრებში ასახულია მათ მიერ ფესტივალისთვის მომზადებული გაზიანი სასმელებისა თუ სხვა ნივთების დატაცების ფაქტები.

ფესტივალის ორგანიზატორებს ტერიტორია წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით, საჩქაროდ დაატოვებინეს.

პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების შეჩერება „გაშლილ ტერიტორიაზე“ მათი სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა. ფესტივალის ორგანიზატორთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას და ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ "პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა".

"ჰომოფობია საქართველოში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული", - წერს BBC 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG