Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შეტევა სცადა ქერჩის ხიდსა და სამხედრო აეროდრომებზე


საილუსტრაციო ფოტო. ქერჩის ხიდი
საილუსტრაციო ფოტო. ქერჩის ხიდი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 10 ივლისს, განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შეტევა წარუმატებელი იყო.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 9 ივლისს „კიევის რეჟიმმა“ ეს-200 ტიპის საზენიტო რაკეტებით „წარუმატებლად“ სცადა შეტევა როსტოვის და კალუგის ოლქებში მდებარე ობიექტებზეც. შესაბამისი ანგარიში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს ჩააბარა საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ აფზალოვმა. მისი მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, საერთო ჯამში, 4 რაკეტა და შეტევის მცდელობას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ტასის“, „ინტერფაქსისა“ და „რია ნოვოსტის“ ცნობით, ყირიმის ხიდის გარდა, შეტევის მცდელობა იყო როსტოვის და კალუგის ოლქებში მდებარე მოროზოვსკის და შაიკოვსკის სამხედრო აეროდრომებზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს რუსეთის ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

XS
SM
MD
LG