Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა


ფოტო არქივიდან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო არქივიდან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მუშაობა განაახლა ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო დროებით დახურულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა. დღეს, 04:00 საათზე, დორტმუნდისა და ბარსელონის რეისები შესრულდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად იმუშავეს და აეროპორტი წინასწარ დაგეგმილზე(07:00) სამი საათით ადრე გაიხსნა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობას განაგრძობენ ექსპერტები, რადგან შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზების დადგენას დეტალური გამოძიება სჭირდება. ქარქაშაძის ინფორმაციით, უხვი ნალექი მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია, ამიტომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა 10 ივლისს, ღამით, შეაჩერა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა სამგზავრო ტერმინალი.

XS
SM
MD
LG