Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბი: უკრაინა კასეტურ იარაღს საკმაოდ ეფექტურად იყენებს


ჯონ კირბი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში
ჯონ კირბი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ კასეტური ბომბები უკვე ბრძოლის ველზეა და უკრაინა მათ ეფექტურად იყენებს. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინელებისგან გარკვეული საწყისი გამოხმაურებები მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ [კასეტურ იარაღს]“, - თქვა კირბიმ.

გუშინ, 20 ივლისს, უკრაინელმა ჩინოვნიკმა "The Washington Post-ს“ განუცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ კასეტური იარაღის გამოყენება უკვე დაიწყო.

ივლისის დასაწყისში პენტაგონში დაადასტურეს, რომ უკვე უკრაინაშია კასეტური საბრძოლო მასალები, რომელთა გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

XS
SM
MD
LG