Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერში სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ დაამხო პრეზიდენტი ბაზუმი


ნიგერში სამხედროების ჯგუფმა 27 ივლისს გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს
ნიგერში სამხედროების ჯგუფმა 27 ივლისს გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს

ნიგერში სამხედროების ჯგუფმა ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და შეაჩერეს კონსტიტუციის მოქმედება. მეამბოხე სამხედროების თანახმად, ძალაუფლება ხელში აიღო „ეროვნულმა საბჭომ“, რომელმაც „სიტუაციის სტაბილიზაციამდე“ ნიგერის საზღვრები დაკეტა და კომენდანტის საათი დააწესა.

სატელევიზიო სტუდიიდან განცხადება წაიკითხა გენერალმა ამადუ აბდურაჰმანმა. მის ზურგს უკან იმყოფებოდა კიდევ 9 სამხედრო პირი. აბდურაჰმანმა გადატრიალება იმით ახსნა, რომ უარესდება ნიგერის უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებმა უცხო ქვეყნებს მოუწოდეს, არ ჩაერიონ ნიგერის საქმეებში.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლეში ბლოკადაში მოაქციეს ნიგერის პრეზიდენტი ბაზუმი, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მოკავშირედ ითვლება დასავლეთ აფრიკაში ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

ნიგერის პრეზიდენტ ბაზუმის მხარდამჭერებმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ აქცია გამართეს
ნიგერის პრეზიდენტ ბაზუმის მხარდამჭერებმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ აქცია გამართეს

მოჰამედ ბაზუმი ნიგერის პრეზიდენტად 2021 წელს აირჩიეს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

სიტუაციის მოგვარების მიზნით, შუამავლის სტატუსით ნიგერში გაემგზავრა ბენინის პრეზიდენტი პატრის ტალონი.

XS
SM
MD
LG