Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონის მერის მოადგილე ამბობს, რომ შოვიდან მოსახლეობის ვერტმფრენით ევაკუაცია იწყება


შოვი
შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენით შოვიდან ადამიანების ევაკუაცია იწყება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა უთხრა.

"შოვში ვარ და ახლა ვიწყებთ მოსახლეობის ვერტმფრენით გადმოყვანას. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. ახლა აფრინდება ვერტმფრენი. სხვა ინფორმაცია არ მაქვს... ვარ იქ, საიდანაც ვერტმფრენმა უნდა გააკეთოს რეისი", - ამბობს ონის მერის მოადგილე.

ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, არიან თუ არა შოვში ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე.

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით სამი საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.

XS
SM
MD
LG