Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერ უწოდებს. ამის შესახებ მან ისაუბრა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომელსაც გადაცემის წამყვანმა "მაღალი დონის ინტერვიუ" უწოდა. გადაცემის ქართულად დუბლირებული ვერსია გავიდა ქართულ ტელეარხ "იმედზე", რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშების მიხედვით, ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულია.

"გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია...

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება!

პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ივლისის ბოლოს ჩავიდა. ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა. ამ ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერობა სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში ადიოდა.

XS
SM
MD
LG