Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული პრემია „საბას" 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს


ლიტერატურული პრემია „საბას" საზეიმო დაჯილდოება
ლიტერატურული პრემია „საბას" საზეიმო დაჯილდოება

„შატო მუხრანში" გაიმართა ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის საზეიმო დაჯილდოება. ჟიურიმ ათ ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის წლის საუკეთესო რომანისთვის, „საბა" ორ ავტორს გადაეცა.

2023 წელს „საბას" გამარჯვებულები არიან:

  • წლის საუკეთესო რომანი:

ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ ("სულაკაურის გამომცემლობა")

ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ ( გამომცემლობა "ინტელექტი")

  • გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის „საბა":

გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (გამომცემლობა "ინტელექტი")

  • წლის საუკეთესო პიესა:

ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (გამომცემლობა "ინტელექტი")

  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (გამომცემლობა "არტანუჯი")

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (გამომცემლობა "პალიტრა L")

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (გამომცემლობა "კალმოსანი")

დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ ( გამომცემლობა "ზიარი")

  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:

დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ ("სულაკაურის გამომცემლობა")

გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ ( გამომცემლობა "არტანუჯი")

  • ჟიურიმ მესამედ გამოავლინა გამარჯვებულები ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც გაიცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ თანამშრომლობით.

ელზა გურგენიძე, „ზაოდი“

ლევან ბერძენიშვილი, „ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“

  • „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის" ლიტერატურული პრემია „საბას" სპეციალური ჯილდო მიიღო ნატა ლომოურმა

  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა" გადაეცა მთარგმნელ ელზა ახვლედიანს.

ღონისძიებას არ ესწრებოდა გერმანიაში მცხოვრები მწერალი ზაზა ბურჭულაძე. მან ორგანიზატორებს სთხოვა, რომ „საბაზე" მიღებული მისი ფულადი პრემია უკრაინის დასახმარებლად გადარიცხონ. ბურჭულაძის სიტყვა გამომცემელმა წაიკითხა: „დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნს გულშემატკივრობდა. პრემიის ორგანიზატორებს ვთხოვ, ჩემი კუთვნილი თანხა გადარიცხონ უკრაინის დასახმარებლად. შეიძლება, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა წვეთებისგან შედგება, ომში არ არსებობს დიდი და პატარა ამბები, ომში ყველა ამბავი დიდი და მთავარია. სხვა თუ არაფერი, ეს იქნება მოკრძალებული სიგნალი მებრძოლი უკრაინელებისთვის, რომ სადღაც არის ხალხი, ვინც მათი გამარჯვებისთვის ლოცულობს. უკრაინა უსათუოდ გაიმარჯვებს ამ ომში. ჩვენ გავიმარჯვებთ. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია".

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან "თიბისი" და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია „საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც "თიბისი" გამოყოფს.

XS
SM
MD
LG