Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა ეკონომიკის ზრდაზე პუტინის განცხადების შემდეგ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ეკონომიკის განვითარების და დოლარზე დაფუძნებული მსოფლიო საფინანსო სისტემის ნგრევის შესახებ პრეზიდენტ პუტინის განცხადებების შემდეგ, რუსულმა რუბლმა გაუფასურება განაგრძო.

დღეს დილით, 14 აგვისტოს შემდეგ პირველად, რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებით 101 რუბლს გადააჭარბა. 16 აგვისტოს შემდეგ პირველად, 1 ევროს ფასი 106 რუბლი გახდა. რუსული მედიასაშუალებების, მათ შორის კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „ინტერფაქსის“ ცნობით, გასული წლის ზაფხულიდან რუბლი ძირითად ვალუტებთან მიმართებით თითქმის ორჯერ გაუფასურდა.

5 ოქტომბერს სოჭში, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის, „ვალდაის“ სხდომაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე „დარტყმების შემდეგაც“ კი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 3%-ია და შემცირდა საგარეო ვალი. პუტინი „დარტყმებში" გულისხმობდა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ამერიკულ დოლარზე დაფუძნებული მსოფლიო საფინანსო სისტემა თანდათან ინგრევა. ამასთან, პუტინმა აღიარა, რომ რუბლი შესუსტებულია, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობა და ცენტრალური ბანკი ამაზე რეაგირებენ და „კარგი შედეგები ექნებათ".

XS
SM
MD
LG