Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია უარყოფს, რომ კავშირი აქვს ღაზაში საავადმყოფოში აფეთქებასთან, ეგვიპტემ დაგმო თავდასხმა


მაშველებს გადაჰყავთ დაჭრილები ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
მაშველებს გადაჰყავთ დაჭრილები ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ. 17 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არ აქვთ კავშირი აფეთქებასთან, რომელმაც 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში ასობით ადამიანი იმსხვერპლა და რომ აფეთქების მიზეზი იყო პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა.

ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელსაც განაგებს „ჰამასი“, აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა 500-მდე ადამიანი. მათი უმეტესობა თავს აფარებდა საავადმყოფოს ისრაელის ავიაციის დაბომბვისგან თავდასაცავად.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათა ალ-სისიმ დაგმო თავდასხმა: "უმკაცრესად ვგმობ ისრაელის თავდასხმას ღაზის საავადმყოფოზე", ეს არის "საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა".

ისრაელის არმიის თანახმად, პალესტინელმა მეომრებმა გაუშვეს რაკეტების წყება.

არცერთი მხარის ნათქვამის დადასტურება არ ხერხდება, წერს AP.

XS
SM
MD
LG