Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა შეტევა განახორციელა ღაზის უდიდეს საავადმყოფოსთან, სადაც, მისი თქმით, "ჰამასის" მებრძოლები იმყოფებიან


ღაზა, ქალაქი ხან-იუნისი ისრაელის საჰაერო შეტევის შემდეგ
ღაზა, ქალაქი ხან-იუნისი ისრაელის საჰაერო შეტევის შემდეგ

29 ოქტომბრის დილით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა შეტევები განახორციელეს ღაზის უდიდესი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საავადმყოფო სავსეა პაციენტებით და ათი ათასობით პალესტინელით, რომლებიც მას თავს აფარებენ.

ისრაელის თანახმად, ღაზის ექსტრემისტული მმართველი ჯგუფი "ჰამასი", საავადმყოფოს ტერიტორიას ბაზად იყენებს, თუმცა ამის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ერთი დღით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის "ჰამასთან" ომის "მეორე სტადია" გამოაცხადა - სამ კვირაში მას მერე, რაც "ჰამასმა" 7 ოქტომბერს ისრაელზე სასტიკი შეტევა მიიტანა.

შაბათ-კვირის განმავლობაში ღაზაში შევიდა ქვეითი ჯარი, ისრაელი განაგრძობს ტერიტორიის დაბომბვას ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან.

სააგენტო "როიტერსი" "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზაში დაღუპული პალესტინელების რაოდენობა გასცდა 8000 ადამიანს და მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG