Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის ძალები: სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 2 500-ზე მეტ ობიექტზე მივიტანეთ იერიში


ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 2 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

მათივე განმარტებით, 4 ნოემბრის ღამით ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის მებრძოლებთან სახმელეთო დაპირისპირება განაგრძეს.

ალ ჯაზირა წერს, რომ ღაზისკენ ჩრდილოეთიდან ორ სვეტად მოძრაობენ ჯავშანტექნიკა და მექანიზებული ქვედანაყოფები დაახლოებით 6 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე. ისრაელის არმიის მეორე კოლონა კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრივ გადაადგილდება.

სახმელეთო ოპერაციის პარალელურად ისრაელი ავიაციის გამოყენებით აგრძელებს ჰამასის ინფრასტრუქტურის, იარაღის საცავების, საგუშაგოებისა და სამეთაურო ცენტრების განადგურებას.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ მოიცავს ცნობებს თავდასხმის შედეგად გარდაცვლილების შესახებ.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ისრაელიდან ამ დღეს გატაცებული მძევლების ნაწილის ბედი ჯერაც უცნობია, ნაწილის სიკვდილი უკვე გადადასტურებულია.

XS
SM
MD
LG