Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში მსხვერპლის რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა


ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მსხვერპლმა გადააჭარბა 10 000 ადამიანს, 2023 წლის 6 ნოემბერი
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მსხვერპლმა გადააჭარბა 10 000 ადამიანს, 2023 წლის 6 ნოემბერი

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელთან ომის შედეგად პალესტინელთა მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 10 000-ს ადამიანს.

6 ნოემბერს გავრცელებული ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს სიმძიმეს ბრძოლისა, რომელიც სწრაფად გადაიქცა ყველაზე სისხლიან ომად ისრაელის 75 წლის წინ დაარსების შემდეგ.

ომმა იფეთქა 7 ოქტომბერს, როცა "ჰამასის" ექსტრემისტებმა ღაზიდან ისრაელზე მიიტანეს შეტევა, დახოცეს 1400-ზე მეტი ადამიანი და მძევლად აიყვანეს 240-მდე პირი. ისრაელმა ამას უპასუხა ძლიერი საჰაერო იერიშებით, და შემდეგ სახმელეთო შეჭრით.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ღაზაში მოკლულია 10 022 ადამიანი. სამინისტრო არ აკონკრეტებს მსხვერპლთაგან რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი მებრძოლი.

XS
SM
MD
LG