Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში: სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს "ჰამასმაც" და ისრაელმაც


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში ფოლკერ ტიურკი. ჟენევა, 2 ნოემბერი, 2022.
გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში ფოლკერ ტიურკი. ჟენევა, 2 ნოემბერი, 2022.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა, ახლო აღმოსავლეთში თავისი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში, დღეს ეგვიპტეში მოინახულა ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი.


მან თქვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს როგორც ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“, ისე ისრაელმა.


„პალესტინელი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სიმხეცე ჯოჯოხეთურია. ეს სამხედრო დანაშაულებია, ასევე მძევლების ამ დრომდე დაკავება“, - მოჰყავს გაეროს წარმომადგენლის სიტყვები Reuters-ს.


„ასევე სამხედრო დანაშაულია ისრაელის მიერ პალესტინელი სამოქალაქო პირების კოლექტიური დასჯა, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეების იძულებითი ევაკუაცია“, - აღნიშნა ფოლკერ ტიურკმა.


რეგიონში ტიურკი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მსხვერპლებთან და რეგიონში მომუშავე გაეროს თანამშრომლებთან.
რაფაჰში ჩასვლამდე ტიურკმა 7 ოქტომბერს კაიროში გამართა შეხვედრები.

XS
SM
MD
LG