Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გააფთრებული ბრძოლები იყო ქალაქ ღაზის ქუჩებში


ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 8 ნოემბერი, 2023 წელი
ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 8 ნოემბერი, 2023 წელი

9 ნოემბერს ისრაელის ჯარებსა და რადიკალურ გაერთიანება "ჰამასს" შორის გააფთრებული ბრძოლები გაიმართა ქალაქ ღაზის ქუჩებში.

მძაფრი, 10-საათიანი ბრძოლა იყო ჯაბალიის რაიონშიც, სადაც, ისრაელის არმიის განცხადებით, გაანადგურეს "ჰამასის" ერთ-ერთი "საყრდენი“.

9 ნოემბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესახებ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჯენინში. ისრაელის არმიის ცნობით, რადიკალური დაჯგუფების, "ისლამური ჯიჰადის" პალესტინის დაჯგუფების 10-ზე მეტი წევრი სროლისას მოკლეს, 20-მდე კი დააკავეს.

AFP-ის თანახმად, არმიამ განაცხადა, რომ 8 ნოემბერს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე მთავარ საბრძოლო ზონაში 50 000-მა ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი და გაიქცა. ისინი დაემატნენ იმ 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს, რომლებიც უკვე ეძებენ უსაფრთხოებას სანაპირო ზოლის სამხრეთში.

გავრცელდა ცნობა, რომ თეთრი სახლის ინფორმაციით, ისრაელი დათანხმდა 9 ნოემბრიდან ღაზის ჩრდილოეთში საბრძოლო ოპერაციების შეჩერებას დღეში ოთხი საათით.

XS
SM
MD
LG