Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საქართველოში მისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით“, - აცხადებს სუსი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით დაიწყო.

სუსი იძიებს დაკავებულების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათს და ცდილობს დანაშაულთან დაკავშირებული სხვა პირების მხილებას.

XS
SM
MD
LG