Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაძლიერებთ ზეწოლას“ - ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ნოემბერს უკრაინამ დაამტკიცა სანქციების მორიგი სერია რუსეთის მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სანქციები „მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში, ასევე იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ“.

„ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა. ჩვენ არ დავტოვებთ რაიმე კავშირს ამ ხალხსა და უკრაინას შორის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც 18 ნოემბერს მოაწერა ხელი ზელენსკიმ, 10 წლის ვადით შედის ძალაში.

XS
SM
MD
LG