Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, შედის დახმარების დიდი ნაკადი


ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომანქანა კვეთს ღაზის სექტორის საზღვარს. 24 ნოემბერი, 2023 წელი
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომანქანა კვეთს ღაზის სექტორის საზღვარს. 24 ნოემბერი, 2023 წელი

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში შედის ჰუმანიტარული დახმარების მზარდი ნაკადი.

ჟენევაში გაეროს გადაუდებელი დახმარების ოფისის (OCHA) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ათეულობით სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა შევიდა რეგიონში, უკვე გადმოტვირთულია საქონელი 137 ავტომანქანიდან.

გავრცელებული ცნობით, მოსახლეობას მიეწოდება საკვები, წყალი და სამედიცინო საშუალებები. არსებული ინფორმაციით, საწვავის და გაზის მიწოდებაც განახლდა.

გაეროს ოფისი ასევე იტყობინება, რომ 21 პაციენტი გადაიყვანეს ჩრდილოეთ ღაზის სექტორიდან კრიტიკულ მდგომარეობაში.

XS
SM
MD
LG