Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის გამო, ანექსირებულ ყირიმში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო


დატბორილი ტერიტორია ქალაქ სიმფეროპოლში
დატბორილი ტერიტორია ქალაქ სიმფეროპოლში

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.

ყირიმის ქალაქებში, მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში, ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და სხვა შენობებიც. დატბორვის გამო დაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500 000-მდე აბონენტს.

რთული ვითარების გამო, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ორშაბათი, 27 ნოემბერი, უქმე დღედ გამოაცხადეს.

XS
SM
MD
LG