Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება


ოზურგეთი. 2023 წლისთვის მორთული ქალაქი
ოზურგეთი. 2023 წლისთვის მორთული ქალაქი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 322 734 ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერის გარეშე მომსახურების შესაძენად თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შესყიდვების სააგენტოს წერილით 1 დეკემბერს მიმართა.

თალაკვაძე ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი სტიქიური მოვლენების გამო განვითარდა მეწყრული პროცესები და "აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო დროულად დაეგეგმა საახალწლო ღონისძიებები, ასევე ბიუჯეტში მოეხდინა შესაბამისი თანხების მობილიზება". ასე ახსნა ავთანდილ თალაკვაძემ მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვის საჭიროება.

"აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ატარებს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან იგი განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება", - ნათქვამია თალაკვაძის სახელით შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე წერია, რომ ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2023 წლის 23 დეკემბერს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ დრომდე ქალაქის ქუჩებს მორთავენ, 23 დეკემბერს კი აანთებენ ნაძვი ხეს და გაიმართება კონცერტი მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ააიპ-ის ორგანიზებით.

XS
SM
MD
LG