Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს და არაბთა საამიროებს ეწვევა


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან რიადში. 14 ოქტომბერი, 2019 წელი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან რიადში. 14 ოქტომბერი, 2019 წელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული, ამ კვირაში საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, შინ დაბრუნების შემდეგ კი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდება.

საზღვარგარეთ თავისი იშვიათი მოგზაურობის დროს, კრემლის ცნობით, პუტინთან შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილება პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, ნავთობის ბაზართან დაკავშირებული საკითხები კი „ყოველთვის რჩება დღის წესრიგში“.

საუდის არაბეთში დაგეგმილია ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკება, ხოლო მანამდე საამიროებში ის სამუშაო ვიზიტს გამართავს.

პუტინი ბოლოს რეგიონს 2019 წელს სტუმრობდა.

წელს მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.

XS
SM
MD
LG