Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების საქმეზე ერთი პირი დააკავეს


აშშ დოლარის ყალბი კუპიურები
აშშ დოლარის ყალბი კუპიურები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და მხილების მიზნით, მიმდინარეობს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა.

XS
SM
MD
LG