Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქზე განხორციელებული შეტევისას


უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონის მახლობლად. 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონის მახლობლად. 2023 წელი

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევისას. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 264 ჭურვი გაუშვეს.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქ ხერსონის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ჭურვი ისროლეს.

XS
SM
MD
LG