ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 10 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო - ნათქვამია ისრაელის განცხადებაში.
რუსეთმა ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. რეზოლუციას მიემხრო დანარჩენი 13 წევრი.
Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პუტინთან საუბარში ნეთანიაჰუმ ასევე „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო გამოთქვა მკვეთრი უკმაყოფილება.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.