Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე


ზურაბ ქარუმიძე, მწერალი
ზურაბ ქარუმიძე, მწერალი

66 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე. ინფორმაციას მწერლის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - 2018 წელს ლიტერატურული პრემია "ლიტერა" რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია "საბა" წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“.

მას ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი „Dagny or a Love Feast-ი“. ავტორის მიერვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში, Clockwatch Review-ში გამოქვეყნდა.

ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: "საქართველო/კავკასიის პროფილი" და "კავკასიის კონტექსტი".

იგი 2005-2012 წლებში იყო ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

ზურაბ ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმითაა გამოცემული მისი რომანი „ბაყაყები“.

XS
SM
MD
LG