Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა კიევს უნდა მისცეს რაც სჭირდება იმისთვის, რომ უკრაინა "ძლიერი" იყოს


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 13 დეკემბერს ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის მასშტაბური ფინანსური დახმარების გამოყოფას და კიევის მისწრაფებას ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებისკენ.

"უკრაინას უნდა მივცეთ რაც სჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი იყოს დღეს. და ძლიერი იყოს ხვალ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც საუბარი იქნება გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობაზე", - უთხრა ფონ დერ ლაიენმა პარლამენტის წევრებს.

ევროკავშირის ლიდერები 14 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი გამოწვევა იქნება ბლოკში რუსეთის ახლო მოკავშირის, უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში.

XS
SM
MD
LG