Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: კიევი სწრაფ წინსვლას გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვილოდიმირ ზელენსკიმ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ კიევი მალე ოფიციალურად დაიწყებს პროცესს, რომელიც, მისი იმედით, მოიტანს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა 14 დეკემბერს გადაწყვიტა გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან.

"მომავალ დღეებში, ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დასადგენად - ანალიზის პროცესს" - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. "ასევე ვემზადებით მუშაობისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკების ჩარჩოს თაობაზე. ამას გაზაფხულზე ველით" - დასძენს ზელენსკი.

XS
SM
MD
LG