Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი გული ტყვეობაში"- უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნათესავებმა ზაპოროჟიეში საპროტესტო აქცია გამართეს


უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნათესავები საპროტესტო აქციაზე. 17 დეკემბერი, ზაპოროჟიე
უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნათესავები საპროტესტო აქციაზე. 17 დეკემბერი, ზაპოროჟიე

17 დეკემბერს ზაპოროჟიეს ცენტრში შეიკრიბა უკრაინელი სამხედრო ტყვეების, ძირითადად მარიუპოლის დამცველების, ორასამდე ნათესავი და მეგობარი.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, ხალხმა გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები სიტყვებით "თავისუფლება მარიუპოლის დამცველებს", "გადაარჩინე აზოვსტალი", "ნუ გაჩუმდები – ტყვეობა კლავს" და "უკრაინა გმირებს ელოდება".

"მივმართავთ ყველას, ვისაც გავლენა აქვს სიტყვითა და საქმით დახმარებაზე. ისინი იბრძოდნენ ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. და ეს არ არის ცალკეული ოჯახების პრობლემა. ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი, ამიტომ ისინი ცოცხლები უნდა დავიბრუნოთ. ყოველ წუთს, როდესაც ჩვენ კვერებს ვაცხობთ, მათ აწამებენ. უხეში შეფასებით, 2 ათასზე მეტი კვლავ დარჩება ტყვეობაში“, - აღნიშნა აქციაზე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოლგა პლეჩუნმა, ზაპოროჟიელმა მოხალისემ.

სამხედრო ტყვეების ნათესავები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ მაის-ივნისის შემდეგ აზოვსტალის ტყვეთა გაცვლის მხრივ არანაირი წინსვლა არ ყოფილა.

16 და 17 დეკემბერს მსგავსი აქციები გაიმართა კიევში, კრივოი როგში, კრემენჩუკში, ლვოვში, ჩერკასში, ვინიცაში, ხმელნიცკიში და უკრაინის სხვა ქალაქებში

მანამდე, 2022 წლის 25 სექტემბერს, ზაპოროჟიეში შეიკრიბნენ სამხედრო ტყვეების ნათესავები და მეგობრები, რომლებმაც მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით, შექმნან სპეციალური მისია, რომელიც უზრუნველყოფს მარიუპოლის დამცველი სამხედრო ტყვეების გაცვლას პრინციპით "ყველა ყველაზე".

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის 17 ნოემბრის მონაცემებით, ცნობილია, რომ რუსეთის ტყვეობაში 4,337 უკრაინელი იმყოფება. აქედან 3574 სამხედროა, 763- სამოქალაქო. ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომელთა ტყვეობაში ყოფნაც ოფიციალურად არის დადგენილი.

  • 24 თებერვალს რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, პოლკი „აზოვი“, უკრაინის სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად, 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მარიუპოლის დამცველები ქარხანა „აზოვსტალში“ აღმოჩნდნენ ბლოკირებული.
  • 2022 წლის 16-17 მაისს, უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს. იარაღი დაყარეს და ტყვედ ჩაბარდნენ.
  • „აზოვსტალის“ დამცველთა შორის, პოლკ „აზოვის“ მებრძოლების გარდა, იყვნენ საზღვაო-ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციელები და უკრაინელი მოხალისეები. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა - დაახლოებით 2500 უკრაინელი ჯარისკაცი;
  • რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში ბოლო წელს "აზოვსტალის" დამცველი რამდენიმე ასეული მებრძოლი იქნა ტყვეობიდან გათავისუფლებული;
  • მათ შორის “აზოვსტალის” ხუთი დამცველი მეთაური, თურქეთიდან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად სამშობლოში მიმდინარე წლის 8 ივლისს ჩაფრინდნენ და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას.
XS
SM
MD
LG