Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა - სესი


საილუსტრაციო ფოტო: ცოფის ვაქცინა
საილუსტრაციო ფოტო: ცოფის ვაქცინა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებულ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. უწყების ინფორმაციით, მკვდარ, მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

სააგენტოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა:

"ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია".

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG