Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოიაშვილსაც და საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა - კაკაბაძე წულუკიანს


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალი ირაკლი კაკაბაძე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალი ირაკლი კაკაბაძე

"ვაჭარი მართავს ამ მთავრობას, კარგად უნდა შეიგნოთ", - ასე მიმართა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, პრემია "მუზას" დაჯილდოებაზე, რომელიც 25 დეკემბერს გაიმართა მწერალთა სახლში.

ვიდეოში, რომელსაც ირაკლი კაკაბაძის და ნინია კაკაბაძე ავრცელებს, ჩანს, რომ ინციდენტი მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს დაიწყო: "კარგად უნდა დაიმახსოვრო შენ, რომ [დათო] დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა. კარგად დაიმახსოვრე და ისწავლე ჭკუა", - მიმართავს კაკაბაძე წულუკიანს, რაზეც მინისტრი პასუხობს: "კი ბატონო".

ამის შემდეგ კაკაბაძე ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გასვლამდე წულუკიანს უთხრა: "იცი, რას გეტყვი მე შენ? ბიძინას [ივანიშვილს] გადაეცი, მაგ მათხოვარს, მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას, რომ ახალგაზრდებზე იფიქროს". ვიდეოს ბოლოს ისევ ისმის წულუკიანის პასუხი: "ასეთი დემოკრატია და თავისუფლება მოქმედებს მწერალთა სახლში".

გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და დაწერა, რომ ირაკლი კაკაბაძემ "სკანდალის მოწყობა სცადა" მას შემდეგ, რაც პრემია "მუზა" მას არ მიენიჭა:

"ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.

სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას".

პრემია "მუზა" მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2021 წელს ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" ჩაიშალა. მაშინ ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი და ავტორების ბოიკოტი მოჰყვა.

სექტემბერში კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის, „მუზის“ ბიუჯეტი 100 000 ლარამდე გაიზრდებოდა.

XS
SM
MD
LG