Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის ჯანდაცვის უწყება: 7 ოქტომბრის მერე ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში თითქმის 21 ათასი ადამიანი დაიღუპა


ისრაელის თავდასხმის ადგილზე შეკრებილი პალესტინელები. ღაზის სექტორი. 25 დეკემბერი, 2023 წელი
ისრაელის თავდასხმის ადგილზე შეკრებილი პალესტინელები. ღაზის სექტორი. 25 დეკემბერი, 2023 წელი

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად თითქმის 21 ათასი ადამიანია დაღუპული.

სამინისტრო 26 დეკემბრის განახლებულ ანგარიშში იტყობინება 20 915 დაღუპულსა და 54 918 დაშავებულზე. უწყება, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული ჰამასი აკონტროლებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ 24 საათში მოკლულია 241 პალესტინელი, 382 კი დაიჭრა.

ჰამასმა მოულოდნელი იერიში ისრაელის სამხრეთის დასახლებებზე 7 ოქტომბერს მიიტანა. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200 პირი, მძევლად აიყვანეს 240-მდე ადამიანი. 130 მძევალი გაათავისუფლეს სხვადასხვა ვითარებაში.

XS
SM
MD
LG