Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო "ღრმად შეშფოთებულია" ისრაელის თავდასხმებით ღაზის ცენტრალურ ნაწილში


პალესტინელები ისრაელის თავდასხმის შედეგად დანგრეულ შენობაში. ქალაქი რაფაჰი, 26 დეკემბერი, 2023.
პალესტინელები ისრაელის თავდასხმის შედეგად დანგრეულ შენობაში. ქალაქი რაფაჰი, 26 დეკემბერი, 2023.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ "ღრმად შეშფოთებულია" ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის უწყვეტი დაბომბვით და მოუწოდა ისრაელის ძალებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მოსახლეობის დასაცავად.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ცენტრალური ნაწილის უწყვეტი დაბომბვით... ყველა თავდასხმა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს, რომელთა შორისაა განსხვავება, პროპორციულობა და სიფრთხილე", - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების წარმომადგენელმა სეიფ მაგანგომ თავის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG