Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა


პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალსართულიანი კომპლექსი.
პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალსართულიანი კომპლექსი.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ). ამ გადაწყვეტილებით, თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ემხრობა გმირთა მოედანთან ორი ცათამბჯენის მშენებლობას. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. ამის შემდეგ, საკითხი მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად თბილისის მერიაში ბრუნდება. მერია ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით იღებს.

პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

2023 წლის აგვისტომდე აღნიშნული ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს" ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69-ის" დირექტორი მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.

2023 წლის აგვისტოში "ლაგუნა ვერე" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ამასთან, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა. „ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტშია დაფუძნებული. „ნეო სითი დეველოპმენტის“ დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი.

XS
SM
MD
LG