Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კაპრალი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით დაიღუპა


თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

გორში კაპრალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 42 წლის სამხედროს ტრაგიკულ დაღუპვაზე ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.

"პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG