Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი დაიღუპა ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას


საილუსტაციო ფოტო არქივიდან
საილუსტაციო ფოტო არქივიდან

35 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებს ეუბნებიან, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა.

რადიო თავისუფლებას კომპანია “მაგთიკომში” დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG