Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა


1 იანვარს კოსოვოელებმა უვიზო მოგზაურობა დაიწყეს შენგენის ზონაში, 2024 წელი
1 იანვარს კოსოვოელებმა უვიზო მოგზაურობა დაიწყეს შენგენის ზონაში, 2024 წელი

1 იანვარს კოსოვოს მოქალაქეებმა უვიზო მოგზაურობა დაიწყეს ევროკავშირის შენგენის ზონაში. ახალი წესები მათ ვიზის გარეშე ყოფნის უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერ პერიოდში, რომელიც შედგება 180 დღისგან.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კოსოვო ბოლოა, რომელსაც შეეხო ეს წესი, როგორც მნიშვნელოვანი ნიშანი მისი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებისა.

ახალი სავიზო რეჟიმი მიემართება ტურიზმს და პირადი მიზნებით მოგზაურობას და არ მოიცავს მუშაობის უფლებას.

1 იანვარს პრიშტინის აეროპორტში გამართულ ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ მოქალაქეებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პრივილეგიას: "ასე ვცემთ პატივს და ხელს ვუწყობთ ჩვენს ქვეყანას", - თქვა მან.

"ჩვენ ამას დიდხანს ველოდით და ბევრ შესაძლებლობაზე გვეთქვა უარი, - განაცხადა კურტიმ და დასძინა, - ამდენად, ეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან აღმოიფხვრა დიდი უსამართლობა და მნიშვნელოვანი უფლება მივიღეთ".

ევროპულმა კომისიამ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ კოსოვო აკმაყოფილებს ამ წესისთვის საჭირო კრიტერიუმს, მაგრამ ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას წინაღობას უქმნიდნენ საფრანგეთი და ჰოლანდია, რომლებიც მიგრანტთა ტალღას უფრთხოდნენ. ამ პროგრამაში კოსოვოს ჩართვას ასევე ეწინააღმდეგებოდნენ კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს მხრიდან 2008 წელს სერბეთისგან ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG