Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის "ეფესბესთვის" მუშაობაში


დაკავებულს აცნობეს, რომ იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატისა და მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე.
დაკავებულს აცნობეს, რომ იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატისა და მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე.

კიევში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დააკავა ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც, უწყების თანახმად, იყო რუსეთის "ეფესბეს" (ФСБ) აგენტი, მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის როსტოვის ოლქთან შეერთებას და ეწეოდა საინფორმაციო დივერსიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ყოფილი თანამდებობის პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, წინა წლებში მუშაობდა საწვავისა და ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის რეზერვის სახელმწიფო სააგენტოსა და ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროში.

"2014 წელს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც "პოლიტიკურმა ექსპერტმა" და ავტორმა პუბლიკაციებისა, რომლებშიც აქებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. მას შემდეგ ის პირდაპირ კავშირშია "ეფესბეს" მეხუთე სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის ინფორმაციულ და დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ეჭვმიტანილი თანამშრომლობდა ლუგანსკის სეპარატისტული „სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერ ლეონიდ პასეჩნიკთან და მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთთან მიერთებას.
ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

XS
SM
MD
LG