Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ თავშესაფარი მისცა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა


ლატვიის სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქისთვის თავშესაფრის მინიჭება დაავალა. მანამდე ლატვიის მიგრაციის სამსახურებმა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მას უარი უთხრეს, მაგრამ დეკემბრის ბოლოს სასამართლომ დაადგინა, რომ მას დაცვის უფლება ჰქონდა.

როგორც ლატვიური გამოცემა Delfi წერს, რუსეთის მოქალაქემ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, 2022 წელს მიმართა სასამართლოს. იგი დაიბადა ლატვიაში, მოგვიანებით ცხოვრობდა უკრაინაში, მაგრამ ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა. 2014 წელს იგი მოხალისედ შეუერთდა ბატალიონ „დონბასს“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან დატოვა თავისი რაზმი, რადგან ტრავმების გამო ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო.

სახალხო ლაშქრის წევრი ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლო ხელისუფლებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტის მიწოდება, რადგან დაბომბვის დროს მისი რუსული პასპორტი დაიწვა, რუსეთში დოკუმენტების აღსადგენად წასვლა კი ეშინოდა.

ლატვიის მიგრაციის სამსახურების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს.

XS
SM
MD
LG